რეზონანსი
12.11.2018

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ფოტოგრაფ იური მეჩითოვის თქმით,  1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარს, რომელმაც აქცია დაარბია, არ ჰქონდა განზრახვა, რომ ვინმე მოეკლა. მეჩითოვი პასუხისმგებლობას მიტინგების ორგანიზატორებს აკისრებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ალ-ჯაზირას მიერ მომზადებულ ფილმში "საბჭოთა იარა" ისაუბრა, რომელიც ეთერში ცოტა ხნის წინ გავიდა. ერთ-ერთ მონაკვეთში მეჩითოვი საბჭოთა კავშირზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში "ხალხი ბედნიერი იყო."

"მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს. რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ღმერთო ჩემო, ხალხი ისეთი ბედნიერი იყო, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები”, - განაცხადა მეჩითოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×