რეზონანსი
12.11.2018

 ოქრუაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ოზურგეთში ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. 7 ადამიანი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული. შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია: სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრები მინის გარეშეა, ზამთარში ოთახის გათბობა ფაქტიურად შეუძლებელია...

საწოლები ყველას არ ჰყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ. ასეთ აუტანელ პირობებში უხდება ცხოვრება ხუთ ბავშვს!

ელგუჯა რვა წლისაა, მათე - შვიდის წლის, ანასტასია - 8 წლის, მარიამს ამასწინათ სამი წელი შეუსრულდა, ხოლო ნაბოლარა ლილე კი ჯერ მხოლოდ ათი თვისაა. ბავშვები ხშირად შიმშილობენ, მოკლებულნი არიან ხორცს და რძის პროდუქტებს.

მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოქრუაძეების ოჯახი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/383-oqruadze/

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×