ბარნოვის ქუჩაზე გუშინ დაპირისპირება მოხდა. იმ კორპუსში, რომლის ერთ-ერთ ბინაშიც საპატრიარქოსგან არაღიარებული ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი ცხოვრობს, ერთმანეთს ადგილობრივი მცხოვრებლები და ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ.
მრევლის წევრთა მტკიცებით, ადგილობრივები ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი კი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.
„გოგონას ხელი ჰკრა, ურტყამდა მეზობელი მესამე სართულიდან. მერე გამოვარდნენ მისი მეგობრები, ძველი ბიჭები და მოხდა თავდასხმა დუბინკებით, დანებით, დაერივნენ მრევლს. ბავშვი დაშავებულია გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ამბობს მრევლის წევრი.
დაშავებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს თავს დაახლოებით ათი ადამიანი დაესხა. ბარნოვის 80 ნომერში მცხოვრები პირები, ბერის საცხოვრებელი სახლიდან გადასვლას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.