რეზონანსი
12.11.2018

 ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს. ქორწილის აღნიშვნა კი, კოჯორთან მდებარე დასასვენებელ კომპლექსში „ბიოლში“ გაგრძელდა, რომელიც ცერემონიალისთვის სამი დღით დაიკეტა.

ფოტოებიდან და კადრებიდან, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ მთელი კომპლექსი ყვავილებითაა მორთული.

 წყვილს ჯვრისწერაზე ეროვნული სამოსი ეცვათ. რესტორანში კი ნანუკამ ცისფერ კაბაზე გააკეთა არჩევანი, ბერა კი კლასიკურ კოსტუმში იყო გამოწყობილი.

სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის მერი კახი კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე. წყვილი სტუმრების მაგიდაზე, ირაკლი ღარიბაშვილთან და მის მეუღლესთან ერთად იჯდა.

ბერა ივანიშვილმა საკუთარ ქორწილში იმღერა, ცეკვით კი საღამო ანსამბლმა "ერისიონმა" გააფორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×