რეზონანსი
12.11.2018

 სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის გამო, ტაძარი მრევლისთვის დროებით დაიკეტა. ამ საკითხს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკლესია რიგითი მოქალაქეებისთვის ღია იყო და გავრცელებული ხმები მცდარია.

"ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, შერონ სტოუნისთვის რუსთაველი რომ საათობით იკეტებოდა და სუშის საჭმელად კიდევ - ნახევარი ვაკე? არავითარი პოლიტიკა, უბრალოდ მიყვარს ობიექტურობა…

უინძორებიც კეტავენ ტაძრებს, სხვა ხელისუფალნიც სხვა ქვეყნებში ჯვრისწერისას… რას იზამთ, სხვა არაფერი გააფუჭონ მაღალთა ამა ქვეყნისათა და ეს ყოფითი წვრილმანია.

ჰოდა კიდევ, სვეტიცხოველში ჩემმა მეგობარმა დღეს ბავშვი მიიყვანა, აზიარა, იქვე ჯვრისწერასაც შეესწრო და არავის გამოუძევებია“, – წერს ეკა სეხნიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×