დღეს "ქართული ოცნება – დემოკრატრული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველი "დაიკეტა".
მამა იოანემ "აიპრესთან" საუბრისას ადასტურებს, რომ გარკვეული დროით შეზღუდული იყო ტაძარში მლოცველების შესვლა, თუმცა ამ ფაქტს "დაკეტვას" არ უწოდებს. მისი თქმით, ასეთი ფაქტები სხვა დროსაც ყოფილა, თუმცა საზოგადოების მხრიდან ასეთი რეაქცია არ მოჰყოლია.
"დროებით შეზღუდული იყო ხალხის შემოსვლა იმის გამო, რომ გარკვეული საორგანიზაციო საკითხები იყო მოსაგვარებელი, ამის გამო ხალხს ვთხოვეთ, ყველა ადამიანს, ტურისტებს მათ შორის, გიდს, ქართველს თუ არა ქართველს, რომ დროებით არ ყოფილიყო მათი შემოსვლა ტაძარში.
პროცესი 1.5 საათი გაგრძელდა", – განაცხადა მამა იოანემ.