რეზონანსი
11.11.2018

 ახალციხეში მცხოვრები 13–14 წლის გოგოები, მეზობლად შუა ხნის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. 37 წლის კაცი ერთ-ერთი გოგოს მშობლის მიერ პოლიციაში ჩივილის შემდეგ, გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ახალციხეში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს და კვების ობიექტზეა დასაქმებული. ხუთამდე მოზარდი ამბობს, რომ 37 წლის კაცი მათთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა: "სასქესო ორგანოზე ეკიდა ხელი და ცდილობდა მოგვახლოვებოდა", - ამბობენ გოგოები.

37 წლის კაცი 10 ნოემბერს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე კი ახალციხის რაიონული სასამართლო, ხვალ 12 ნოემბერს იმსჯელებს. დაკავებულს ბრალი სსკ–ს 141 მუხლით ედება, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 10 წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×