რეზონანსი
11.11.2018

 (რეზონანსი) შვილმოკლული მამების თქმით, საზოგადოების პროტესტის შემდეგ კახა კალაძემ ტონი შეარბილა. შვილმოკლული მამები მათთვის მერიის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით კახა კალაძის განამრტებსა ეხმაურებიან. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობენ, რომ დედაქალაქის მერის განცხადება, რომ მერიის წერილი რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერიის გზავნილი არა რეკომენდაცია, არამედ პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ მათ რუსთაველის გამზირი საახალწლო ღონისძიებების სამზადისის გამო დაეტოვებინათ.

„ძალიან კარგია, რომ ბატონმა კახი კალაძემ რომ გადახედა კანონმდებლობას ას მიხვდა იმას, რომ ამის დაშლის საფუძველი არ არსებობს, როდესაც მან ახსენა, რომ კანოით იმოქმედებდა ჩვენ მიართ. რაც შეეხება იმას, რომ ლოკაციის ადგილს დავტოვებთ და ვიწრო პარტიულ ინტერესს როდესაც ახსენებს ბატონი კალაძე, ფართო ინტერესების მატარებელი ხომ არის ოცნება. ფართო ინტერესის მატარებელ გუნდს მივმართავთ თხოვნით, დაგვეხმარონ და ჩვენი შვილების მკვლელები მისცენ პასუხისგებაში," - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

„რატომ შეარბილა, იმიტომ შეარბილა, რომ ამ ყველაფერს ხალხი ხედავს, ხალხი ხედავს, როგორ უსამართლოდ გვექცევიან. ამათ ხეობაში, ჩემთან სახლში სისხლი დაღვარეს, სისხლის გუბე, სისხლის ზღვა დააყენეს, საახალწლოდ. იმის მაგიერ, რომ მე ახალ წელს დავხვედრილიყავი ჩემს შვილთან ერთად, ამათ საახალწლოდ სისხლის ღვრა დამახვედრეს, როგორ არ უნდა შეარბილონ ტონი. ტონი კი არ უნდა შეარბილონ, ყველა დასახვრეტია,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×