რეზონანსი
11.11.2018

 (რეზონანსი) კომპლექს "ბიოლი ჰოლში" მისვლამდე ნეფე-პატარძალმა - ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.

პროცესი დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა - ამ პერიოდის განმავლობაში რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის წყვილებისთვის, რომლებიც ასევე სვეტიცხოველში აპირებდნენ დღეს ჯვრისწერას - ტაძარი დახურული იყო.

სიძე და მეჯვარეები ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. მეჯვარეებს შორის იყო ბერას უმცროსი ძმა - ცოტნეც. პატარძალს ნეფე ტაძარში 20 წუთის განვალობაში ელოდებოდა. საკურთხეველთან ნანუკა გუდავაძე მამამ მიიყვანა.

ტაძარში ცერემონიას პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ყოფილი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×