რეზონანსი
11.11.2018

 (რეზონანსი) ნინო ბურჯანაძე რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან ერთად მივიდა და შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გუშინდელმა დღემ და რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მოვლენებმა რუსთაველზე მოთმინების ფიალა აავსეს. ეს ადამიანები არიან უსამართლოდ არა მარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები, ყველანი ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგეთ.

ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი უნდა გამოირიცხოს, იმიტომ, რომ მოხდა დიდი უბედურება, დიდი უსამართლობა. ხელისულებამ ამ ადამიანებს ბრძოლა დაუწყო, იმის ნაცვლად, რომ დაესაჯა მათ უბედურებაში წვლილის შემტანი ადამიანები. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს ძვირად უჯდება და კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×