რეზონანსი
11.11.2018

 (რეზონანსი)საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ჯვარს იწერს, ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში იმართება. ცერემონიაზე იმყოფება ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლეც.

ბერას რჩეული ნანუკა გუდავაძეა.

მანამდე სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის და მისი მეუღლის პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის წინ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს ოჯახის ბედნიერება უსურვა და ახლადდაქორწინებულები დალოცა. ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის და ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×