რეზონანსი
11.11.2018

 რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა ბრალდებული მარლენ მახარობლიძე დამნაშავედ ცნო სსკ 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას. ლაპარაკია 60 წლის კაცზე, რომელმაც რუსთავში მოზარდს სექსი შესთავაზა.

სასჯელის ნაწილი 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წლის ვადა ჩაეთვალა პირობითად გამოსაცდელ ვადად.

"ინფორუსთავის" ცნობით, შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა. 15 წლის გოგონას 60 წლის კაცი აედევნა, სცადა მასთან დაახლოება და შესთავაზა მას სექსუალური კავშირი გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ. მეზობლების თქმით, გოგოს მიმართ თვალთვალისა და ადევნების ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×