რეზონანსი
11.11.2018

 წუხელ, გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს. სკოლის შენობაში დაუდგენელმა პირებმა ცენტრალური კარის საშუალებით შეაღწიეს. კარი დაზიანებულია. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც.

სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ "ინტერპრესნიუსის" განუცხადა, რომ დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა. ასევე, დაზიანებულოა სააღმზრდელო დაწესებულების ინვენტარი.

ეს სკოლებში პირველი შეჭრის შემთხვევა არ არის. 3 ნოემბერს მარნეულში 4 ახალგაზრდამ სკოლიდან ტექნიკა გაიტაცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×