რეზონანსი
11.11.2018

 "მე ახალგორში ვცხოვრობ და მე რას მერჩით? იცით, რად მიჯდება ბრძოლა, აქ, ჩემს სახლში რომ ვიცხოვრო?" - ასე გამოეხმაურა აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ატოცში "გირჩის" აქციას. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები აქტივისტი ამბობს, რომ ასეთი სახის პერფორმანსი საკმაოდ დიდ საფრთხეში აგდებს გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ქართველებს.

"თავს ვიკავებ, არჩევნები რომ ჩაივლის მერე დავწერ, ვის რა დამოკიდებულება აქვს ეს წლები, დღეს საარჩევნოდ ჩვენზე დარდით რომ არ არიან დებატებში", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

10 ნოემბერს პარტია "გირ­ჩის" წარმომადგენლებმა სო­ფელ ატოც­ში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მიმდინარეობისას, ზურაბ ჯაფარიძემ და რამდენიმე აქტივისტმა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შარ­ვლე­ბი ჩა­ი­ხა­დეს და ოკუ­პანტს უკა­ნა­ლი და­ა­ნა­ხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×