რეზონანსი
11.11.2018

 პარლამენტის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარვების ნაწილი საკუთარი ნებით აიღეს, მაგრამ იქ უკვე კარვების ქალაქია გამართული. არასამთავრობოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაშ  შერჩევითი სამართლია, მათ კარვის დადგმის საშუალება მისცეს, ხოლო ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ორი თვეა ამ უფლებას უზღუდავდნენ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ, პარლამემტის შენობის წინ 9 კარავი განათავსა, გამთენიისას კი 6 მათგანი აიღეს, სამი კი აქციის მონაწილეებს, მათი თხოვნის საფუძველზე გადასცეს. ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ, 17 კარავია.

"აიპიენის" ცნობით, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. აქციის ოფიციალური ნაწილი კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×