რეზონანსი
11.11.2018

 "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე შემეგი ტიპის ინფორმაციას აქვეყნებს:

"ნაცებმა გადატრიალება დაიწყეს! ზუსტად უკრაინის სცენარია და ბიძინას იანუკოვიჩის ბედს უმზადებენ! სამჯერ ვარ გადატრიალების უშუალო მოწმე და მონაწილე! არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ მმართველს, ბოლო წუთამდე არ ეგონა რომ დაამხობდნენ! ყოველივე იმ ქლესა და მლიქვნელი გარემოცვის ბრალი იყო, რომელიც ტყუილებით კვებავდა ხელისუფალს, რეალობას წყვეტდა და შემდეგ პირველი გარბოდა ბრძოლის ველიდან! პრეზიდენტის დასახმარებლად წამოსული ეპიტაშვილის არარსებული ტანკების ტყუილიც მახსოვს, შევარდნაძის გადასარჩენად გამოსული ვითომ 50000 კაციც მახსოვს, რომელიც ვარდების დანახვაზე უმალ გაიქცა. ასლანის იმედებიც მახსოვს - მთელი აჭარა გვერდით დამიდგებაო, მიშას ილუზიებიც მახსოვს - ციხის კადრების შემდეგ რომ უმტკიცებდნენ 70% რეიტინგი გაქვსო.

"ოცნებაში" საქმე ბევრად მძიმედაა, აქ ყველა ბიძინას ატყუებს, რათა ბევრის შოვნა მოასწროს - უცხოეთში კომფორტი შეიქმნას და შემდეგ პირველივე რეისით "მოცოცხოს"! აქეთ ხაინდრავაა, იქით გვარამია. გეკითხებით  ,არჩევანი როგორ გავაკეთოთ?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×