რეზონანსი
11.11.2018

 ზაზა სარალიძის დედამ, მარინა ბეგაძემ უარყო ინფორმაცია თითქოს მას აქციაზე პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ მარინა ბეგაძე პოლიციელებმა სცემეს:

“…ჩემს რძალს მივეცი ჩანთა, ვუთხარი ჩემი შვილი უნდა დავიცა. ამ დრო ვხედავ ზაზა ძირს  აგდია და რამდენიმე ადამიანი ადგას. ზედახორა იყო, სისხლიც დავინახე და ცუდად გავხდი და ჩემით წავიქეცი… მე პოლიციელებს არ ვუცემივარ, ტუილი არ მიყვარს და ამას ვერ დავაბრალებ, პირიქით, კორიდორი გააკეთეს ჰაერი მიეცითო… საავადმყოფოში წამიყვანეს… მინდა ინგოროყვას კლინიკის ექიმებს დიდი მადლობა გადავუხადო” , – განუცხადა "რუსთავი 2-ს" ზაზა სარალიძის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×