რეზონანსი
11.11.2018

 ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკის დატოვა და პირდაპირ აქციაზე გაემართა. მისი თქმით, ის იბრძოლებს მანამ, სანამ სამართლიანობას არ მიაღწევს.

„ვბრუნდები აქციაზე, მითუმეტეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩამოსულია. დღეს რაც მოხდა, ამას მე არ ვაპატიებ. შვილი მომიკლეს და ახლა დედაჩემის მოკვლა უნდათ? ვაი, ამათ პატრონს. ან მომკლავენ, ან სამართლიანობას მივაღწევ“, - განაცხადა სარალიძემ.

პარლამენტის შენობასთან აქციაზე კარვების დადგმის გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მათ კლინიკა უკვე დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×