რეზონანსი
10.11.2018

 სოფელ აწყურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პირი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია. მსუბუქი ავტომანქანაც, რომელშიც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეკუთვნოდა.

 აწყურში მსუბუქი ავტომობილისა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეჯახების შედეგად დაშავებულია მიკროავტუბუსში მყოფი 7 ადამიანი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში გადიან.

"აიპიენის" ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაცის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×