რეზონანსი
10.11.2018

 „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქართველი ძალოსნის ლაშა ტალახაძის მორიგ ოქროს მედალს და მსოფლიო რეკორდებს ეხმაურება.

„მაინც მიხარია ამ ლაშა ტალახაძის ჩემპიონობა და რეკორდები. არა და ისეთი რამე ქნა (სამშობლოს მოღალატის სარეკლამო კლიპში მიიღო მონაწილეობა), შვილი შემძულდებოდა, იგივე რომ ექნა. ესაა ჩემი კომენტარი“ - წერს ნიკა გვარამია და ფეისბუკსტატუსს „კოხორას“ ცნობილ ვიდეოს ურთავს.

შეგახსენებთ, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×