რეზონანსი
10.11.2018

 რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სარალიძე შეუძლოდ პოლიციასთან დაპირისპირების დროს გახდა.

მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე წინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცუდად გახდა ზაზა სარალიძის დედა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. სამართალდამცავებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას ზაზა სარალიძე განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ორი გამოსავალი, ან მისი სისხლი დაღვარონ ან მისი შვილის მკვლელები დასაჯონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×