რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) ხვალ, ბერა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ნანუკა გუდავაძის ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში, კოჯორში, რესტორან "ბიოლში" გაიმართება. ქორწილში დაპატიჟებული სტუმრების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია და მხოლოდ 100 სტუმრით შემოიფარგლება. ამის შესახებ ინფორმაციას "2020NEWS" ავრცელებს.

ქორწილში არ იქნებიან ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის უახლოესი მეგობრები. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ახლო მეგობარი და ანსამბლ "ქართული ხმების" ერთ-ერთი სოლისტი, თემურ ჭკუასელი.

როგორც ჭკუასელმა განაცხადა, ის ბერას ქორწილში არ დაუპატიჯებიათ, თუმცა არც ის იცის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ანსამბლი "ქართული ხმები" დაპატიჟებულია თუ არა.

"თბილისში არ ვარ. შეიძლება "ქართული ხმები" დაპატიჟებულია, თუმცა ჩემთვის არავის დაურეკავს. ახლა დასავლეთ საქართველოში ტყეებში ვარ გადავარდნილი და სხვა საქმეებით ვარ დაკავებული. დავუშვათ, დაპატიჟებული ვარ, ეს რა სალაპარაკოა. ქორწილია და ქორწილში ადამიანი ან წავა და ან არა", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

ქორწილში არ არის მიპატიჟებული არც ნიკუშა შენგელაიას ოჯახი. შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე ეკატერინე ხვედელიძის უახლოესი მეგობარია.

"ქორწილში არ ვარ დაპატიჟებული. როგორც, ჩემთვის არის ცნობილი, ქორწილი არ არის, მხოლოდ ჯვრისწერაა და ოჯახურ წრეში აღნიშნავენ,"-განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

როგორც სტუმრების სიაა გასაიდუმოებული, ასევე გასაიდუმლოებულია ქორწილის სამზადისიც. როგორც „ბიოლის" დირექტორმა ნინო ლოლაძემ განაცხადა, მას არ აქვს უფლება ქორწილის დეტალებზე ისაუბროს. "ქორწილის სამზადისთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ თავად ქორწილის ორგანიზატორებს," - განაცხადა ნინო ლოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×