რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდა, სადაც მატჩის პირდაპირი ტრანსლაციაა.

„გამარჯვების მოლოდინი და იმედი ძალიან ძლიერია, მაგრამ წინასწარ არანაირი მილოცვა. საჭიროა გულშემატკივრობა და მობილიზაცია, როგორც აქ, ისე არჩევნებში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ბორჯღალოსნები" იტალიის ნაკრებს ფლორენციაში „არტემიო ფრანკის" სტადიონზე ერკინებიან. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო.

რაგბის გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, მატჩს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×