რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) შეშის ვაუჩერი პოლიტიკური ნიშნით - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში ვაუჩერები მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს გადასცეს. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფლის კლუბის დირექტორი, რომელიც ასევე ადგილზე პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტია, შეშას მხოლოდ მომხრეებს უნაწილებს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს კი უარით ისტუმრებს.

"მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენს 15 კუბს და მათხოვრულად გვიყრის 5 კუბს, რა შეხება აქვს ახალქალაქის სატყეოსთან და რომ ღირს ბარათი, რატომ მიაქვთ 35 ლარი, ის 5 ლარი ვის ჯიბეში ილექება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×