რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში არ გადავიდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ განაცხადა.

როგორც პატრიარქის თანამოსაყდრემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში თავის შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იყო მოსული და პატრიარქმა დალოცა მისი ოჯახი. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ რა თქვა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში. ამისკენ მოუწოდა მისმა უწმინდესობამაცშეხვედრაზე", - განაცხადა მეუფე შიომ.

გუშინ ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე პაატრიარქმა ჯვრისწერის წინ დალოცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×