რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალა მობილიზდა. ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.

მათივე ცნობით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×