რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას პოლიტიკური პარტია „გირჩი" და მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია" მართავს.

აქციაზე მონაწილეებმა შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს. იდეის ავტორი იყო "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ატოცში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო პრესის ყურადღება მიიქციოს.

 საოკუპაციო ხაზთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ - „ცხინვალი საქართველოა" , „არა რუსულ ოკუპაციას!".

მავთულხლართების მიღმა კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან მობილიზებულნი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×