რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ჰაქიარის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალის აფეთქებისას 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

როგორც სატელევიზიო მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, კიდევ 20-მდე სამხედრო დაჭრილია.

„გასულ ღამეს ჰაქიარის პროვინციაში საბრძოლო მასალა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 20-მდე სამხედრო", - განაცხადა ერდოღანმა.

სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×