რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) ცოტა ხნის წინ ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგაცა არასრულწლოვანი და ერთი ქალი მძიმედ დაშავდა. ინფრმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

ერთმანეთს მერსედესისა და ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ ავტომანქანას არასრულწლოვანი მართავდა.

დაშავებულები ოზურგეთის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

"მერსედესის მძღოლის ბრალი უფრო იყო, არასრულწლოვანი მართავდა. დაეჯახა მეორე მხრიდან მომავალ მანქანას, რომლის მძღოლი ქალი იყო. მანქანა ეზოში შევარდა. უსაფრთხოების ბალიში, რომ არა, ის ქალი ალბათ ვერც გადარჩებოდა", - აცხადებენ თვითმხილველები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×