რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის თქმით, "ქართული ოცნება" აჭარაში არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შედეგების შეცვლას ცდილობს.

მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ყველა საშტაბო ერთეულში შეცვლილია თავმჯდომარეები. დუმბაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.

"მიმდინარეობს ზეწოლა, სახელისუფლებო წნეხი, შანტაჟი, მოსყიდვა, გადმობირება, ჩვენს კოორდინატორებთან მისვლა, დალაპარაკება, ფულის შეთავაზება. ადამიანები ჩართეს საშტაბო მუშაობაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან კრიმინალთან, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი მოძიების საკითხები." - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×