რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) კახეთის რეგიონში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში შეტყობინება ორი მუნიციპალიტეტიდან ცოტა ხნის წინ შევიდა.

წინასწარი მონაცემებით, სახლები იწვის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში.

"სოფელ შილდაში 4 სახანძრო მანქანაა გასული, მას დამატებით კიდევ ერთი მანქანა გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დაეხმარება, ისინი უკვე გზაში არიან. რაც შეეხება თელავს, სოფელ შალაურში სამი სახანძრო მანქანა უკვე მუშაობს.სახლების რა ფართობია დამწვარი ამ დროისთვის ჯერ უცნობია"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×