რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1999 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ- ს 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული კი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×