რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერი კახი კალაძის განცხადებით, არასწორი იყო ინტერპრეტაცია, რომ „მერია ზაზა სარალიძის ნაძვის ხით ჩანაცვლებას აპირებს".

„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს. ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა, უტიფრობა უნდა ვუწოდოთ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან ჩემი გუშინდელი განცხადების ინტერპრეტირებას. გამოტანილი ჰქონდათ, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს. როგორ შეიძლება. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა. შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება. მე მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტაგიტატორები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძეს მერიაში, კანონის ფარგლებში, ჰქონდა შეტანილი წერილი და მერიამ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებრე ტერიტორიაზე იგეგმება საახალწლო ღონისძიებები.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ზაზა სარალიძის აქციაც და საახალწლო ღონისძიებებიც იყოს პარალელურად, კალაძემ განაცხადა, რომ არ უნდა დაპირისპირება მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×