რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) სიღნაღში უბედური შემთხვევის შედეგად 38 წლის კაცი დაიღუპა.

imedinews-ის ინფორმაციით, გიორგი სიხაშვილი კვადროციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც "სიღნაღქალაქობისთვის" დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა. ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი ნასვამი იყო.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღანელმა ქეთევან ბეჟიაშვილმა განაცხადა, უბედური შემთხვევის გამო, ღონისძიების პროგრამა შეიცვალა და დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა შეჯახების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×