რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) მარნეულში, საიათნოვას ქუჩაზე ქორწილის ღამეს სახლი გაქურდეს. როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, გოგო გაათხოვა და ქორწილი 6 ნოემბერს გადაუხადა.

თანხა, რომელიც სტუმრებმა აჩუქეს, დაახლოებით 8 000 ლარი 7 ნოემბერს, იმ ღამით მოიპარეს, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა და ყველა სიძის ოჯახში იყო წასული.

სახლში მოსულებს ოთახები არეული, საყოფაცხოვრებო ნივთბი გადმოყრილი და ფანჯარა გატეხლი დახვდათ. ფულს სახლში საძინებელ ოთახში ინახავდნენ. გარდა ქორწილიდან შემოსული თანხისა, მძარცველებმა სტუმრების ჩანთებიდანაც წაიღეს ფული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×