რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) გარდაბანში 75 წლამდე მასწავლებელი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება იძულების მუხლით, კერძოდ, სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 18 თვემდე ან გამოსასწორებელი ვადით ორ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×