(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობას" „რუსთავი 2"-ის დახმარებით დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალქეების წინააღმდეგ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მსოფლიოს სხვდასხვა ქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას" შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც საკონსულოებისა და საელჩოების სახელით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უკავშირდებიან. მათ მიზანმიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა და თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან.
ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს მათ სანაცვლოდ საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში. ეს დაჯგუფებები მოქალქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ, ასევე ვითომდა აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.