რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი კონსულტაციები შიდა ქართლის გუბერნიის აპარატსა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე დასრულებულია.

„აღნიშნულ საკითხზე უწყებებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ, მემორიალის ვანდალურად დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გორის მერიის აქტიური მუშაობის შედეგად, მემორიალის სრული აღდგენა მომხდარიდან რამდენიმე საათში მოხერხდა, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო.

დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ვანდალურად იქნა დარბეული მემორიალი. ეს იყო თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ფაქტი, რომელიც აღარასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენი გმირების სათანადოდ დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს ღირსების საქმეა," - აღნიშნა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×