რეზონანსი
10.11.2018

 (რეზონანსი) რუსთავში, არასრულწლოვანი გოგონას ადევნების ბრალდებით, 60 წლის მარლენი მახარობლიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებული გარყვნილი ქმედებისთვის, სსკ 141-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო და 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, დამნაშავე სასჯელს 2 წლის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოსაცდელი ვადით მოიხდის.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა. 15 წლის გოგონას 60 წლის მამაკაცი აედევნა და ფულის სანაცვლოდ სქესობრივი კავშირი შესთავაზა. შეშინებულმა მოზარდმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, რის შემდეგაც მოსახლეობამ დამნაშავის ძებნა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×