რეზონანსი
10.11.2018

 კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის დროს სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხუთი მათგანი საკუთარ ავტომობილში დაიწვა. უსაფრთხოების მიზნით სტიქიის ზონაში 150 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 მასშტაბური ხანძრების ორი კერა კალიფორნიის შტატში 7 ნოემბერს გაჩნდა. 36 ათას ჰექტარზე გავრცელებულმა ცეცხლმა შვიდ ათასზე მეტი შენობა გაანადგურა. მათი ნაწილი საცხოვრებელი სახლი იყო.

მეხანრძეების ინფორმაციით, სტიქიის ლოკალიზებაში ხელს ძლიერი ქარი უშლით, რომელიც ცეცხლს ძალიან მალე ავრცელებს.

 შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კალიფორნიის შტატში დონალდ ტრამპის განკარგულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×