რეზონანსი
10.11.2018

 ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვი ამბობს, რომ წლების წინ აქციებზე უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, რაც აისახა კიდეც მაშინდელ მის ფოტოებში. ახლა მიტინგებზე სულ ხანდაზმული თაობაა:

„ბოლო წლებში ვამბობ, ყველა ახალ მიტინგზე სულ ბებრები როგორ ვიკრიბებით – პირობითად ვამბობ ბებრებს. ახალგაზრდებში უფრო უნდობლობაა, როგორც მე ვატყობ. მეც მქონდა გამოკითხვა, ჩემი გამოკითხვა, რატომ არ მიდიხარ, როგორ არ მიდიხარ და ინტერესი დაკარგულია. როგორც ჩანს, ამან ყველაფერმა უკვე რაღაც დიდი უნდობლობა გამოიწვია – როცა სულ სკანდალებია და როცა პოლიტიკოსობა, როგორც პროფესია გახდა რაღაც საგინებელი და დაკავშირებულია მაიმუნობასთან, მამაძაღლობასთან. ამ ყველაფერმა დააკარგვინა ნდობა ამ პროცესისადმი. დაკარგულია ნდობა დემოკრატიულობისადმი. ერთმა ამერიკელმა პრეზიდენტმა რომ თქვა, ტყვიაზე უფრო ძლიერია ჩემი საარჩევნო ბიულეტენიო, მე ასე არ მწამს“, – აღნიშნა იური მეჩითოვმა "პირველი არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×