რეზონანსი
09.11.2018

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას დღეიდან როსს უილსონი შეასრულებს. ამერიკელი დიპლომატი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. უილსონმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა.შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრეს.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეს შემხვდა. ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც ჩვენ საერთო ინტერესებში შედის და გამაცნო საქართველოს გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია,“-განაცხადა როსს უილსონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×