რეზონანსი
09.11.2018

 სოციალურ ქსელში რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღიარებს,  რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, მალევე აიღეს. ასობით ფეისბუქმომხმარებელს, რომელმაც ვიდეო გააზიარა გაუჩნდა კითხვა - სად გაქრა სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება. 

 ვიდეოს ნახვა სოციალურ ქსელში ამ დრომდე შესაძლებელია, რადგან უამრავი გაზიარება აქვს. 

"ზუსტად 10 წუთის წინ, ჩემი მეგობრისგან (სოფო ხორგუანი) გავაზიარე ვიდეო, სადაც სააკაშვილი 2008 წლის ომზე ამბობს: „დიახ, ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხივალში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს იყო რთული გადაწყვეტილება..." კაბინეტში, ოროსანი ბავშვივით უზის კახა ლომაია და მის გვერდით, ღრიღორი ("შტაბკვაწირა!") ომიდან დიდი ხანი არ უნდა იყოს გასული! 

ეს ვიდეო, გაზიარებიდან, ზუსტად 5 წუთში წაიშალა, გაქრა ჩემი კედლიდან! იგივე სტატუსი ედო სოფოსაც! 

რას ერჩი, "ოპერატიულად მუშაობენ" ღრიღორის "შტაბკვარწირაში"! იციან მუშაობა "კომუნისტურ პარტიაში"! - წერს შორენა სიხარულიძე. 

„ცოტა ხნის უკან დავდე სტატუსი სადაც მიშა ყვებოდა, რატომ და როგორ დაიწყო ომი, მაგრამ ცოტა ხანში გაქრა. მარტო ვიდეო რომ გამქრალიყო, ვიფიქრებდი, იმ წყარომ გააქრო ვისგანაც "გავაშეარე", მაგრამ მთლიანად სტატუსი გაქრა", - წერს ქიბარ ხალვაში.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×