რეზონანსი
09.11.2018

 უკვე მეორე დღეა ლარის ტოტალური გამყარება მიმდინარეობს. თუკი გუშინწინ კურსი 2,77-ს შეადგენდა, ამ დილით "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2,69 დოლარად ფასდება. კიდევ უფრო დაბალია გაცვლითი კურსი სავალურო ჯიხურებში - 2,67-2,68. რატომ ისრყევა ერვნული ვალუტა ასე მკვეთრად?

"ლარის ეს არამყარი იმიჯი კომერციულ ბანკებს აწყობთ. ისინი კურსის მკვეთრი რყვეით დიდ ფულს შოულობენ. თანხების ლომის წილი ბანკებში შეადგენს კურსთაშორისი ცვლილებებიდან შემოსულ თანხას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესებზე განსაკუთრებით მოქმედებს, პოლიტიკური სიტუაცია.

ჩვენი პროგნოზით, 2019 წლის 10 იანვრისთვის კურსი უნდა იყოს 2.60-ის ნიშნულზე. საგარეო ფაქტორი 12-15 ნოემბრიდან უკვე მოხსნილი იქნება და დაახლოებით, მაქსიმუმ 20 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს ლარის დასტაბილურება“, - ამბობს ფინანსისტი ნიკა შენგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×