რეზონანსი
08.11.2018

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ასახელებს.

ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს, რაც რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მითუმეტეს რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ როდის ხდება კურსის დევალვაცია. 

რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს. ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×