(რეზონანსი) "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა - პორტირებული "ნაციონალებია", - ამის შესახებ განცხადებას უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ვალუტის კურსზე საუბრისას განაცხადა.
"ფასების ზრდა უკვე დაწყებულია, მაგას არაფერი არ გააჩერებს, საახალწლოდ კიდევ უფრო გაიზრდება ფასები. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს იყო "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა-პორტირებული "ნაციონალებია". ისევ მათვის დაბრუნებული ბიზნესები და ახალი ბიზნესისთვის ხელის არ შეწყობა.
მთავრობაშიც, ხელისუფლებაშიც ყოფილი ნიციონალები არიან, თუ შეიძლება ვინმე იყოს ყოფილი, ბიზნესიც ყოფილი ნაციონალებისაა, მიშას მსახურების ხელშია ყველაფერი,ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა,დარჩა მარტო მათ გარემოცვაში",- განაცხადა ჭიჭნაძემ "აიპრესთან".