რეზონანსი
08.11.2018

 (რეზონანსი) სუიციდის შემთხვევა ოზურგეთში - 35 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა სიმაღლიდან თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა.

როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი, ივანე ვაშაყმაძე ამბობს, კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ დაასრულა მ.გ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით, არ სახელდება.

"არ ვიცი რა მოხდა და რატომ. ექსპერტიზის პასუხს ველოდებით. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ცოლოურს იმყოფებოდა და გავიგე, რომ იქ მოუკლავს თავი" - ამბობს ვაშაყმაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×