რეზონანსი
08.11.2018

 (რეზონანსი) "ვპასუხობ იმ კითხვებს რომელიც საინტერესოა, როგორ არ გამოვჩენილვარ, უნდა ანგარიში გაბაროთ?" - ეს განცხადება, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. კითხვა - რატომ აღარ არის ჩართული აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა.

"ვპასუხობ იმ კითხვებს რომელიც საინტერესოა როგორ არ გამოვჩენილვარ. უნდა ანგარიში გაბაროთ? როგორც მომავალი პრეზიდენტი იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია. დანარჩენი ყველაფერი გარკვეული არის. ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავისი არჩევანი როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და მე ვაჩვენებ როგორი უნდა იყოს მომავალი როგორც პრეზიდენტო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×