რეზონანსი
08.11.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ლარის გასამყარებლად სავალუტო ინტერვენციებს აანონსებს. ამის შესახებ დეპუტატმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს უპასუხა. 

„რაც შეეხება რეზერვებს, ვალუტასთან დაკავშირებულ ინტერვენციებს, მოვლენებს ცოტა გაუსწარით. დაელოდეთ და ნახეთ, რა ინტერვენციებიც მოხდება და ლარის კურსსაც ნახავთ, ბოლოს როგორ მოხდება მისი ფორმირება. თქვენი ყვავის ჩხავილიც დასრულდება და ეს მოხდება ძალიან მალე“, – დასძინა თალაკვაძემ.

გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს სავალუტო რეზერვების შევსება ხდებოდა, რაც ლარის კურსზეც მოქმედებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×