რეზონანსი
08.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.

თუმცა, სოფელ ატოცში საპრეზიდენტო კანდიდატის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით თქვა, რომ მას აქ ყოფნის უფლება არ აქვს, რადგან საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ოკუპანტებმა ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება. ორი დღის განმავლობაში ოკუპანტებმა რკინის ბოძები 500 მეტრზე მეტ მანძილზე დაამონტაჟეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×